ბათუმის გმირთა ხეივანზე ორი გამორჩეული საინვესტიციო პროექტი — CUBE და OVAL შენდება. ორივე კომპლექსი იქმნება 5-ვარსკვლავიანი სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტით, გლობალურ ბრენდ Royal Tulip-თან პარტნიორობით. პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება $165,000,000-ია და ჯამში 90,280 მ²-ზე მეტ სამშენებლო ფართობს მოიცავს — 847 პრემიუმ აპარტამენტითა და 180 საერთაშორისო დონის სასტუმრო ნომრით.